|
დასახელება:
შეკვეთების შემგროვებელი და საწყობის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ტრენდმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
ონლაინ მაღაზია "ტრენდმარტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების შემგროვებლისა და საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
თუ ეძებთ სტაბილურ სამსახურს, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კომპანიას, სადაც თქვენი შრომა ფასდება, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სამუშაო ადგილი: სამგორის მეტროსთან ახლოს, კახეთის გზატკეცილის დასაწყისი.
რას გააკეთებთ:
** პროდუქციის მიღება, დათვლა და მარკირება;
** პროდუქციის საწყობში განთავსება;
** შეკვეთების შეგროვება, შეფუთვა და დასტიკერება;
** შეკვეთების მომზადება საკურიერო კომპანიებისთვის;
** მარაგების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საწყობის წესრიგისა და ორგანიზებულობის შენარჩუნება.
პროდუქცია არის მცირე ზომის და მსუბუქი, შესაბამისად სამუშაო არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.
რას ველოდებით კანდიდატისგან:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** MS Office-ის საბაზისო ცოდნა.
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო. მოტივირებულ კანდიდატებს ადგილზე გადავამზადებთ.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას მზარდ კომპანიაში;
** ოფიციალურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და პატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ხელფასს და დამატებით საბონუსე სისტემას.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში;
** სამუშაო დრო: 11:30-20:30;
** დასვენების დღეები: პარასკევი და კვირა;
** ანაზღაურება: 1400 ლარი + მარტივი საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შეავსეთ 2 წუთიანი მარტივი ფორმა: https://tally.so/r/gDzDRl
ელფოსტა: Nellieko@outlook.com
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|