Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726940&print=yes&view=jobs
 
ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი - გუანჯოუ
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჩინური საერთაშორისო სავაჭრო კომპანია
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
ჩინური საერთაშორისო სავაჭრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ-იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ გამოცდილება საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში, გსურთ მუშაობა დინამიურ გარემოში და განვითარება საერთაშორისო ბაზარზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

სამუშაო ადგილი: გუანჯოუ, ჩინეთი

ძირითადი მოვალეობები:

** იმპორტისა და ექსპორტის პროცესების კოორდინაცია და მართვა
** საერთაშორისო პარტნიორებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია
** პროდუქციის მოძიება, შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქციის ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება-მონტაჟი თქვენივე მონაწილეობით კომერციული მიზნებისთვის
** შესრულებული პროექტების მართვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა

აუცილებელი მოთხოვნები:

** იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარი
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** პროდუქციის ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებისა და დამონტაჟების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა

ანაზღაურება

** ფიქსირებული ხელფასი: 1000 აშშ დოლარი
** დამატებით ბონუსური ანაზღაურება თითოეული წარმატებით შესრულებული პროექტიდან

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: 2744726810@qq.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი, გუანჯოუ, ჩინეთი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია