|
დასახელება:
უფროსი მეთვალყურე/დაცვის უფროსი
|
| მომწოდებელი:
ნათს ინქორფორეითიდ
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
შპს "ნათს ინქორფორეითიდ" დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას.
პოზიცია: უფროსი მეთვალყურე (დაცვის უფროსი)
სამუშაო ადგილი: სამეგრელო, წალენჯიხა
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2200 ლარი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
** კომპანიის ლოკაციებზე მიმდინარე აქტივობების რეგულარული პატრულირება,
მონიტორინგი, საეჭვო პირების ან ინციდენტების დაუყოვნებლივ გამოვლენა რეაგირება.
** ვიზიტორებისა და მანქანების შესვლა-გამოსვლის კონტროლი პროტოკოლის მიხედვით;
** ცვლის მეთვალყურეებისათვის ინფორმაციის გადაცემა, სამუშაო განრიგის შედგენა, დავალებების გადანაწილება და ყოველდღიური ზედამხედველობა, დაქვემდებარებულ თანამშრომელთა დისციპლინის უზრუნველყოფა.
** ინციდენტების, მოვლენებისა და მიღებული ზომების წერილობით ასახვა.
** კომპანიის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და მის დაქვემდებარებულთათვის გაცნობა.
** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@nutsinc.ge 2026 წლის 4 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - უფროსი მეთვალყურე (დაცვის უფროსი).
|
|
|
|