|
დასახელება:
რეზერვაციების და რივენიუ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Ensana კურორტი საირმე
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში.
კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის დასახელება: რეზერვაციების და რივენიუ მენეჯერი
კომპანია: Ensana Health Spa Hotels
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების გაყიდვების, დატვირთულობისა და შემოსავლების მაქსიმიზაციის უზრუნველყოფა.
** რეზერვაციების დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი.
** ფასების სტრატეგიის შემუშავება ბაზრის მოთხოვნისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის საფუძველზე.
** სასტუმროს ნომრების ტარიფების, პაკეტებისა და სპეციალური შეთავაზებების მართვა.
** OTA პლატფორმების (Booking.com, Expedia და სხვა) მართვა და ოპტიმიზაცია.
** Channel Manager-ისა და PMS სისტემების ეფექტური გამოყენება და კონტროლი.
** მოთხოვნის პროგნოზირება (Forecasting) და შემოსავლების ანალიზი.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
** კონკურენტების ფასების, ბაზრის ტენდენციებისა და დატვირთულობის მუდმივი მონიტორინგი.
** გაყიდვების, მარკეტინგისა და ფრონტ ოფისის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
** ჯგუფური და კორპორატიული ჯავშნების შემოსავლიანობის შეფასება.
** ნომრების ინვენტარის კონტროლი და ოპტიმალური განაწილება გაყიდვების არხებს შორის.
** რეზერვაციების სიზუსტისა და სტუმრების მონაცემების მართვის უზრუნველყოფა.
** სტუმრების კმაყოფილების და შემოსავლების მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტურიზმის, ბიზნეს ადმინისტრირების, სასტუმრო მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით.
** სასტუმრო ინდუსტრიაში მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება რეზერვაციების, გაყიდვების ან რივენიუ მენეჯმენტის მიმართულებით.
** PMS სისტემების (Opera, Fidelio ან მსგავსი) ცოდნა.
** OTA და Channel Manager პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად).
** ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან მუშაობის უნარი.
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: t.meladze@sairmeresort.ge სათაურის ველში მიუთითეთ: რეზერვაციების და რივენიუ მენეჯერი.
|
|
|
|