Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726911&print=yes&view=jobs
 
შეფ დე პარტი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ დე პარტი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში.

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.

რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: შეფ დე პარტი
კომპანია: Ensana Health Spa Hotels
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს კონკრეტული სექციის (ცხელი, ცივი, გრილი, საკონდიტრო და სხვა) სრული მართვა.
** კერძების მომზადების პროცესის ორგანიზება და კონტროლი დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად.
** პროდუქციის ხარისხის, რაოდენობისა და ვარგისიანობის კონტროლი.
** სექციაში დასაქმებული თანამშრომლების (დემი შეფი, კომი შეფი და სხვა) საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა.
** საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების (HACCP) დაცვა.
** ყოველდღიური წარმოების დაგეგმვა და საჭირო პროდუქტების მოთხოვნის მომზადება.
** საკვების პორციების, გემოვნური თვისებებისა და პრეზენტაციის სტანდარტების კონტროლი.
** პროდუქციის დანაკარგებისა და ნარჩენების მინიმიზაციაზე ზრუნვა.
** სამზარეულოს აღჭურვილობისა და სამუშაო სივრცის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა.
** სუ შეფისა და აღმასრულებელი შეფის ინსტრუქციების შესრულება.
** ახალი თანამშრომლების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა.
** ეფექტური თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული კულინარიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ცოდნა.
** HACCP-ისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა.
** ლიდერული და გუნდური მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტური მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: t.meladze@sairmeresort.ge სათაურის ველში მიუთითეთ: შეფ დეპარტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია