|
დასახელება:
რეკრუტერი
|
| მომწოდებელი:
Ensana კურორტი საირმე
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში.
კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის დასახელება: რეკრუტერი
კომპანია: Ensana Health Spa Hotels
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ორგანიზაციის საკადრო საჭიროებების იდენტიფიცირება შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით.
** ვაკანსიების მომზადება, განთავსება და მართვა სხვადასხვა პლატფორმაზე.
** კანდიდატების მოძიება, CV-ების გადარჩევა და მონაცემთა ბაზის წარმოება.
** სატელეფონო სკრინინგისა და პირველადი გასაუბრებების ჩატარება.
** კანდიდატების შეფასება პოზიციის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით.
** გასაუბრებების დაგეგმვა და კოორდინაცია დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.
** რეკომენდაციების და საჭირო დოკუმენტაციის გადამოწმება.
** შერჩეული კანდიდატებისთვის სამუშაო შეთავაზებების მომზადება და კომუნიკაცია.
** რეკრუტირების პროცესის ყველა ეტაპის ადმინისტრირება და დოკუმენტირება.
** კანდიდატებთან პოზიტიური და პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება.
** შრომის ბაზრის ტენდენციების და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.
** დასაქმების გამოფენებში, კარიერულ ფორუმებსა და სხვა ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლობა.
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეკრუტირების ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით).
** რეკრუტირების ან HR სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** გასაუბრებების ჩატარებისა და კანდიდატების შეფასების უნარი.
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ორგანიზების უნარები.
** შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
** უზრუნველყოს ორგანიზაციისთვის საუკეთესო ტალანტების მოზიდვა და ეფექტური რეკრუტირების პროცესის წარმართვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: t.meladze@sairmeresort.ge სათაურის ველში მიუთითეთ: რეკრუტერი.
|
|
|
|