Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

https://www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:00 სთ.
ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული შეკვეთების ფორმირება/გამზადება პროგრამაში გასაწერად.
** პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი და მარაგებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი.
** პარტნიორებთან შეთანხმებული სააქციო პროდუქტების და პერიოდების მონიტორინგი.
** მიწოდების სამსახურთან პროცესების შეთანხმება.
** შეკვეთების, რეალიზაციისა და მარაგების მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში გაყიდვების, ლოჯისტიკისა და საწყობის თანამშრომლებთან კოორდინაცია.
** საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და საჭირო ანგარიშგებების მომზადება.
** კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვა.
** საქმიანობის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება საოპერაციო მიმართულებით, სადისტრიბუციო სფეროში.
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია MS Excel-ის კარგად ცოდნა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge.

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს "ბიემესმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე