Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726890&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ძველი სუფრა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"ძველი სუფრა" ქართული ორნამენტებით შთაგონებული სახლის დეკორისა და პირადი აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც საქმიანობა 1998 წლიდან დაიწყო.

"ძველი სუფრა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ლოკაცია: დიღმის გუდვილის ფილიალი
გრაფიკი: მოქნილი / ცვლებში მუშაობა
სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა და მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე მუშაობა;
** სალაროსა და POS ტერმინალთან მუშაობა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ანაზღაურება
** ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: contact@oldsupra.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია