Робота для біженців з України
ტენდერი ანალიტიკური რეპორტინგის მოდულის განვითარებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ანალიტიკური რეპორტინგის მოდულის განვითარებაზე
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
თანდართული ფაილი: 726880_danarti_4935267.zip
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 41 საცალო ფილიალს.

"ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly, Canvit, Dorian და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

შ.პ.ს "ზოომარტი" აცხადებს ტენდერს ფასდაკლებების მართვისა და ანალიტიკური რეპორტინგის მოდულის განვითარებაზე.

ტენდერის მიზანი

ტენდერის მიზანია ფასდაკლებების მართვისა და ანალიტიკური რეპორტინგის მოდულის შემუშავება/განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების ერთიან კლასიფიკაციას, გაყიდვების დონეზე მათ სწორ აღრიცხვას და დეტალურ ანალიტიკურ ანგარიშგებას - დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართ #1ში.

ტექნიკური მოთხოვნები:

უპირატესობა მიენიჭებათ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ:

** ERP სისტემებთან ინტეგრაციის გამოცდილება;
** გამოცდილება 1C მაღაზია საწყობში მუშაობის. 1C ვერსია - 8.2.19.
** ახალი მოდულების შექმნა და ჩაშენება;
** რეპორტინგისა და BI მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საცალო ვაჭრობის სექტორში განხორციელებული პროექტები;
** ანალოგიური მოდულების დანერგვის გამოცდილება.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2026 წლის 20 ივნისის, 15:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ კომერციული წინადადება მეილზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:

** კომპანიის პრეზენტაციას;
** შესაბამის გამოცდილებას;
** ტექნიკური გადაწყვეტის აღწერას;
** სამუშაოების ეტაპობრივ გეგმას;
** განხორციელების ვადებს;
** პროექტის ღირებულებას;
** მხარდაჭერისა და გარანტიის პირობებს;
** მინიმუმ 3 დასრულებულ მსგავს პროექტს.

განაცხადების მიღების წესი

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

** კომერციული წინადადება;
** ტექნიკური გადაწყვეტის აღწერა;
** კომპანიის პორტფოლიო;
** საკონტაქტო ინფორმაცია.

შეფასების კრიტერიუმები:

** გამოცდილება და კვალიფიკაცია;
** შემოთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტა;
** განხორციელების ვადები;
** პროექტის ღირებულება;
** შემდგომი მხარდაჭერის პირობები.

გთხოვთ ტენდერის მიხედვით მოთხოვნილი დეტალები გადააგზავნოთ ელფოსტაზე: development.tender@zoomart.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: ბესო როსტიაშვილი - 558 08 08 74

"ზოომარტი"- საოპერაციო დეპარტამენტი

ზოომარტი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან გამართოს პრეზენტაცია შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე