Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი - საველე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი - საველე
მომწოდებელი: KTV Working Drone Georgia
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კომპანია "KTV Working Drone Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი (საველე) პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ "ტექნიკურ გონებას", ადამიანს, რომელსაც უყვარს აპარატურის კონსტრუირება, შეკეთება და პროგრამული გამართვა. თუ გსურს იმუშაო ინდუსტრიულ, ინოვაციურ დრონებთან და გახდე ტექნოლოგიური გუნდის მთავარი დასაყრდენი, ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდუსტრიული დრონებისა და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის (მაღალი წნევის ტუმბოები, შლანგები, გამფრქვევები) რეგულარული ტექნიკური ინსპექტირება.
** ნაწილების დიაგნოსტიკა, (საკიდარი, მოტორები, გაყვანილობა, პლატები და ა.შ.).
** პროგრამული უზრუნველყოფის (Firmware) მართვა, განახლება, კალიბრაცია და ე.წ. "ბაგების" (Errors) აღმოფხვრა.
** კომპანიის საფრენი აპარატების პარკის მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება.
** ტექნიკური ხარვეზების ჟურნალის წარმოება და სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში, სატესტოდ სისტემის შემოწმება რაც მანქანაშია დამონტაჟებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ძლიერი ტექნიკური უნარები: გამოცდილება ელექტრონიკის, მექანიკის, რობოტექნიკის ან IT ინჟინერიის მიმართულებით.
** პაიალნიკთან (Soldering) და საზომ ხელსაწყოებთან (Multimeter) მუშაობის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა (ინსტრუქციების, სქემების და დოკუმენტაციის წასაკითხად).
** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ლოგიკური გადაჭრის უნარი (Troubleshooting).
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აქტიური მართვის გამოცდილებით).

ჩაითვლება დიდ უპირატესობად:

** DJI Enterprise (მაგ: Agras, Matrice სერიები) ან კასტომიზირებულ (Pixhawk, Betaflight და ა.შ.) პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.
** დრონის მართვის საბაზისო უნარები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსები KPI - ის შესრულების მიხედვით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
** აღჭურვილ სამუშაო სივრცეს (ლაბორატორია/სახელოსნო) ყველა საჭირო ხელსაწყოთი.
** კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას უსწრაფესად განვითარებად ინდუსტრიაში.
** სპეციალიზებულ ტრენინგებსა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას და მომზადებას კონკრეტულად ჩვენი დრონების სპეციფიკაზე.
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info.ge@ktvworkingdrone.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "საველე ტექნიკოსის პოზიცია". ნომერი: +995 595 99 22 65

Web: https://ktvworkingdrone.com/ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე