Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726821&print=yes&view=jobs
 
დრონის პილოტი / ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დრონის პილოტი / ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: KTV Working Drone Georgia
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კომპანია "KTV Working Drone Georgia" აცხადებს ვაკანსიას დრონის პილოტის / ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და მონაწილეობას მიიღებს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური დრონების მართვასა და სერვისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ინდუსტრიული/კომერციული დრონების უსაფრთხო და ეფექტური მართვა (სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შორის სიმაღლეზე მუშაობა, ფასადების წმენდა, მონიტორინგი და ა.შ.).
** ფრენისწინა და ფრენისშემდგომი ტექნიკური ინსპექტირება (Pre-flight & Post-flight checks).
** დრონების ტექნიკური გამართვა, მცირე დაზიანებების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა (Hardware).
** პროგრამული უზრუნველყოფის (Firmware) განახლება და კალიბრაცია.
** საფრენი მისიების დაგეგმვა, ტერიტორიის რისკების შეფასება და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.
** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური ანგარიშების მომზადება.
** რეპორტინგის გაკეთება: CRM - ის და Bluetag - ში ატვირთვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დრონების (სასურველია კომერციული/ინდუსტრიული მოდელების, მაგ: DJI Enterprise, კასტომიზირებული პლატფორმები)
** ძლიერი ტექნიკური უნარები: ელექტრონიკის, მექანიკის ან IT მიმართულების საბაზისო ცოდნა (Hardware & Software).
** დრონის მართვის მოქმედი სერტიფიკატი/ლიცენზია (GCAA-ს მიერ გაცემული სერტიფიკატი ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** სტრესულ და სიმაღლეზე მუშაობის პირობებში კონცენტრაციის შენარჩუნების უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და უსაფრთხოების წესების უზადო დაცვა.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აქტიური მართვის გამოცდილებით).

სასურველი თვისებები (ჩაითვლება პლუსად):

** ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად).
** გამოცდილება RC მოდელებთან, პაიალნიკთან (soldering) ან მცირე ელექტრონიკის შეკეთებასთან.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსები KPI - ის შესრულების მიხედვით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
** აღჭურვილ სამუშაო სივრცეს (ლაბორატორია/სახელოსნო) ყველა საჭირო ხელსაწყოთი.
** კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას უსწრაფესად განვითარებად ინდუსტრიაში.
** სპეციალიზებულ ტრენინგებსა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას და მომზადებას კონკრეტულად ჩვენი დრონების სპეციფიკაზე.
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info.ge@ktvworkingdrone.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "დრონის პილოტი - ტექნიკური სპეციალისტი". ნომერი: +995 595 99 22 65

Web: https://ktvworkingdrone.com/ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია