Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726813&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კომპანია "ბორან ლაითი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე კახეთში.

ფაქტობრივი მისამართი: გურჯაანი, დ.გურამიშვილის შეს.N7 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 - 17:30
ანაზღაურება: 1 თვე 1800 ლარი, შემდეგი თვიდან 2000 ლარი.

კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მერჩენდაიზერის საქმიანობა მოიცავს დღის განმავლობაში დამსაქმებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის განხორციელებას და თითოეულ ობიექტში დაკისრებული მოვალეობების სრულად და ხარისხიანად შესრულებას.
** თაროების შევსება და განლაგების კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვა (FIFO (First In, First Out) პრინციპის დაცვა;
** აქციებისა და სპეციალური ზონების მართვა;
** მარაგების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობა
** ორგანიზებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია