|
დასახელება:
B2B გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Vercell
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"Vercell" არის მზარდი ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ქაღალდის ჭიქებს და უახლოეს მომავალში გეგმავს ზრდას packaging სექტორში. კომპანია მუშაობს ბაზარზე, სადაც ადგილობრივი წარმოების, სწრაფი მიწოდებისა და მოქნილი ბეჭდვის სერვისის მიმართ მოთხოვნა იზრდება. ამ მიმართულებით საქართველოში დიდი სივრცეა განვითარებისთვის, ხოლო Vercell-ს აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი როგორც HoReCa, ისე კორპორატიულ და ქსელურ სეგმენტებში.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც პირველ ეტაპზე თავად იმუშავებს მსხვილ კლიენტებთან და დახურავს გარიგებებს, პარალელურად კი ააწყობს გაყიდვების პროცესს, KPI-ებსა და ანგარიშგების სისტემას. კომპანიის ზრდასთან ერთად როლი გადაიზრდება გაყიდვების გუნდის სრულფასოვან მართვაში.
B2B გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები
** ახალი B2B კლიენტების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა კაფეებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან, ფასტ-ფუდისა და ყავის ქსელებთან, ლუდის ბარებთან, სხვა ბიზნეს კლიენტებთან;
** ინსტიტუციური კლიენტების ონბორდინგი და ურთიერთობების მართვა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების გაღრმავება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების გუნდის კოორდინაცია, ლიდების განაწილება და შედეგების კონტროლი;
** KPI-ების განსაზღვრა მენეჯმენტთან ერთად და მათი შესრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების პროცესის აღრიცხვა CRM სისტემაში;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი;
** გაყიდვების გუნდის გაფართოებაში მონაწილეობა კომპანიის ზრდასთან ერთად.
მოთხოვნები
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში, B2B გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** მოლაპარაკებისა და გარიგებების წარმოების ძლიერი უნარი;
** ორგანიზებული მუშაობის, დაგეგმვისა და შედეგების კონტროლის უნარი;
** KPI-ებზე, მიზნებსა და ანგარიშგებაზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა;
** პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი როგორც მცირე ბიზნესებთან, ისე მსხვილ კომპანიებთან;
** ინგლისური ენა — სამუშაო დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება
** HoReCa სექტორში არსებული კონტაქტები
** მსხვილ, ქსელურ ან კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** გამოცდილება შეფუთვის, FMCG, ბეჭდვის, ყავის ან საკვები პროდუქტების ინდუსტრიაში
** გაყიდვების გუნდის მართვის ან კოორდინაციის გამოცდილება
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
ანაზღაურება
** ფიქსირებული ანაზღაურება
** შედეგებზე დაფუძნებული საკომისიო ბონუსი
** 3-თვიანი საცდელი პერიოდი
ანაზღაურების დეტალები განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
განაცხადის გამოგზავნა
CV გამოაგზავნეთ მისამართზე: info@vercell.ge
სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 ივლისი, 2026.
|
|
|
|