Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726762&print=yes&view=jobs
 
სწავლებისა და განვითარების სპეციალისტი/ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სწავლებისა და განვითარების სპეციალისტი/ტრენერი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სწავლებისა და განვითარების სპეციალისტის (ტრენერი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა, დაგეგმვა და ორგანიზება;
** სასწავლო პროგრამების, ტრენინგ-მოდულებისა და სასწავლო მასალების მომზადება, განვითარება და განახლება თანამედროვე სასწავლო მეთოდების გამოყენებით;
** Soft Skills ტრენინგების ჩატარება (კომუნიკაცია, მომსახურების ხარისხი, პრეზენტაციის უნარები, ლიდერობა, გუნდის მართვა, გაყიდვების ტექნიკა და სხვა);
** ახალი თანამშრომლების სასწავლო და ადაპტაციის პროგრამების განხორციელება;
** სამუშაო ადგილზე სწავლების (On-the-Job Training - OJT) პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** სასწავლო პროცესში მონაწილეთა პროგრესის, ცოდნისა და უნარების შეფასება, უკუკავშირის მიწოდება და რეკომენდაციების მომზადება;
** ტრენინგების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ონლაინ სასწავლო პროცესების მხარდაჭერა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, განათლების, მენეჯმენტის ან სხვა მონათესავე მიმართულებით;
** ტრენინგების მომზადებისა და ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავების გამოცდილება;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია TOT (Training of Trainers) სერტიფიკატი;
** სასურველია შეფასებისა და განვითარების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით PowerPoint-ის ეფექტიანად გამოყენების უნარი;
** სასურველია LMS პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ფასილიტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და შეფასების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22.06.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 77 399 829

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/qrokTaMqRX
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია