|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.
პოზიციის მთავარი მიზანი: კომპანიის პროდუქტებისა და შოურუმების გარშემო ლოიალური საზოგადოების (Community) ჩამოყალიბება და მარკეტინგის გუნდის ეფექტური ლიდერობა.
ძირითადი პირობები:
** მდებარეობა: თბილისი, დიღომი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: 5 000 - 7 000 ლარი ხელზე ასაღები (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე შესაძლებელია ანაზღაურებაზე შეთანხმება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება (სასურველია ტექნიკის ან ავტო-მოტო სექტორში);
** მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება ავტო-მოტო სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის და ჩატარების გამოცდილების ქონა.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა (წერითი და ვერბალური).
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც მიმართულია გაყიდვების ზრდაზე;
** კომპანიის ცნობადობის ამაღლება;
** ციფრული არხების (სოც. მედია, ვებ.გვერდები, იუთუბი და ა.შ.) მართვა და განვითარება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და ანალიზი;
** კლიენტების ბაზის წარმოება და მარკეტინგული მიზნებისთვის ეფექტურად გამოყენება;
** ბაზრის კვლევა, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მოთხოვნებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** გარე პარტნიორებთან და მომწოდებლებთან (საერთაშორისო ბრენდებთან) თანამშრომლობა;
** ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა პარტნიორებთან კო-ბრენდირებული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** მარკეტინგული ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი.
** კომპანიის PR სტრატეგიის შემუშავება; მედიასთან, პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან აქტიური კომუნიკაცია; ბრენდის სიახლეებისა და კორპორაციული პროექტების მედია-გაშუქების უზრუნველყოფა.
** ტექნიკის მოყვარულთა და მომხმარებელთა ერთგული საზოგადოების შექმნა; სპეციფიკური ივენთების, ტესტ-დრაივებისა და კლუბური შეკრებების ორგანიზება; ციფრულ არხებში ორგანული ჩართულობის (Engagement) გაზრდა.
** მარკეტინგის შიდა ჯგუფის (SMM, დიზაინერი, კონტენტ კრეატორი) ყოველდღიური მუშაობის კოორდინაცია, დავალებების დელეგირება და მათი შესრულების ხარისხის (KPI) კონტროლი.
** წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ოპტიმალური ხარჯვა; გაყიდვების სტიმულირებისთვის შოურუმებთან, კომერციულ გუნდთან და საოპერაციო დირექტორთან ერთად ერთობლივი კამპანიების დაგეგმვა; შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 18 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა
** ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
** პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@hr4b.ge.
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|