|
დასახელება:
ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
Hampton by Hilton Batumi Center
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
შემოუერთდით "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, პრაქტიკულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ ტექნიკოსს, რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის და გუნდის წევრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა - ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესის განმავლობაში.
** ინჟინრული სისტემების მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურება
** ელექტრო სისტემების შემოწმება და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება
** წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** გათბობა-გაგრილების სისტემების მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.
** ავზების, ტუმბოების, სატუმბი სადგურებისა და ტექნიკური მოწყობილობების მონიტორინგი და მომსახურება.
** სარემონტო სამუშაოების ჩატარება - წვრილი სამშენებლო, ხის და ლითონის სამუშაოები, ავეჯის შეკეთება ან მონტაჟი.
** ავარიული სიტუაციების მართვა და რეაგირება.
** მოწყობილობების რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება და დაზიანებების პრევენცია.
** ქვაფენილის რეცხვა და გარეგნული სისუფთავის შენარჩუნება.
** საწყობში მასალების და ხელსაწყოების აღრიცხვა და წესრიგის დაცვა.
** თანამშრომლობა ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან ტექნიკური საკითხების ეფექტურად მოგვარების მიზნით
სხვა მოვალეობები:
** საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს F&B-ს ან სასტუმროს სხვა დეპარტამენტების მხარდაჭერას (მაგალითად, ბარში ან ლობიში დახმარება)
** აქტიურად მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებში და ტრენინგებში
** ასრულებს მენეჯმენტის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს, რათა უზრუნველყოს სტუმართა კმაყოფილება და ოპერაციული პროცესების შეუფერხებელი მუშაობა
კვალიფიკაცია და უნარები:
** სავალდებულოა პროფესიული სერტიფიკატი ერთ-ერთ სპეციალიზებულ სფეროში: ელექტროობა, მექანიკა, სამაცივრე სისტემები, ხის დამუშავება/დურგლობა ან წყალგაყვანილობა
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ტექნიკურ სამსახურში ან ინჟინერიის სფეროში
** HVAC, ელექტრო, სანტექნიკურ და მექანიკურ სისტემების ცოდნა
** უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
სამუშაო პირობები
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, რუსთაველის 20
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე;
** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში;
** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/ ან დაგვიკავშირდით 511 415 285
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Hampton by Hilton Batumi Center მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|