Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726735&print=yes&view=jobs
 
უფროსი კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი კონსულტანტი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
შპს "უნიკომის" ტექნიკის საცალო ქსელი წარმოდგენილია 7 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ. https://unicom.ge/

"უნიკომის" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

შპს "უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი კონსულტანტის (Senior Sales Consultant) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი ჭავჭავაძის #3
დასაქმების ტიპი: კვირაში 40 საათი (5 სამუშაო დღე)

ანაზღაურების მოდელი

** ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი
** პირადი გაყიდვების ბონუსი - 800 ლარიდან ზემოთ
** გუნდის შედეგზე დამატებითი ბონუსი - 500 დან 800 ლარამდე.

პოზიციის მიზანი

მაღაზიაში მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, გაყიდვების გეგმის შესრულება, კონსულტანტების კოორდინაცია და ფილიალის მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ ოპერაციებში.

ძირითადი მოვალეობები

გაყიდვები და მომხმარებელთა მომსახურება

** მომხმარებლების პროფესიონალური კონსულტირება.
** პროდუქციის პრეზენტაცია და დამატებითი გაყიდვების (Upsell/Cross-sell) განხორციელება.
** ინდივიდუალური და გუნდის გაყიდვების გეგმების შესრულება.
** მომხმარებელთა პრეტენზიებისა და პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტა.

გუნდის მართვა

** ახალი თანამშრომლების გადამზადება და ადაპტაციაში დახმარება.
** კონსულტანტების ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია.
** მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი.
** თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების მხარდაჭერა.

საოპერაციო საქმიანობა

** სავაჭრო სივრცის მოწესრიგების კონტროლი.
** ფასებისა და სარეკლამო მასალების სისწორის შემოწმება.
** მარაგების კონტროლში მონაწილეობა.
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.
** მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში მისი ფუნქციების ნაწილობრივი შესრულება.

ანგარიშგება

** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი.
** პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** ყოველდღიური/კვირეული ანგარიშების მომზადება საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** საცალო გაყიდვებში მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** ტექნიკის ან ელექტრონიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** გაყიდვების ტექნიკების ცოდნა.
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
** ლიდერული და კომუნიკაციის უნარები.
** უცხო ენა რომელიმე: თურქული, რუსული, ინგლისური.

აუცილებელი უნარები

** მოლაპარაკების წარმოება
** გაყიდვების დახურვა
** პრობლემების გადაჭრა
** დროის მართვა
** გუნდური მუშაობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

KPI-ები

** პირადი გაყიდვების გეგმის შესრულება (%)
** გუნდის გაყიდვების გეგმის შესრულება (%)
** საშუალო ჩეკი
** დამატებითი გაყიდვების მაჩვენებელი
** მომხმარებლის კმაყოფილების შეფასება
** დაგვიანებებისა და დისციპლინური დარღვევების რაოდენობა
** გადამზადებული თანამშრომლების შედეგები

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@unicom.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია