|
დასახელება:
CRM და ბიზნეს პროცესების განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: CRM და ბიზნეს პროცესების განვითარების მენეჯერი
ქალაქი: თბილისი,
ვეძებთ გამოცდილ, ანალიტიკური აზროვნების მქონე სპეციალისტს, რომელიც "ბიოგრაფი ლივინგის" CRM ეკოსისტემას სტრატეგიულ დონეზე განავითარებს.
ძირითადი მოვალეობები:
CRM სტრატეგია და განვითარება
** CRM პლატფორმის სტრატეგიული განვითარება და roadmap-ის მართვა;
** სისტემის ფუნქციონალის გაფართოება — custom module-ები, workflow-ები, pipeline-ები;
** გარე სერვისებთან ინტეგრაციების დაგეგმვა და დანერგვა (API, Zapier და სხვა).
ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია
** არსებული ბიზნეს პროცესების AS-IS ანალიზი გაყიდვების, მარკეტინგის, ოპერაციების გუნდებში;
** TO-BE მოდელების შემუშავება — პროცესების გამარტივება, სტანდარტიზაცია;
** მანუალური სამუშაოების იდენტიფიკაცია და ავტომატიზაციის გადაწყვეტილებების დანერგვა;
** სხვა სისტემებთან ინტეგრაციის კოორდინაცია.
მრავალპროფილურ გუნდებთან თანამშრომლობა
** გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** CRM-ის მომხმარებელთა ტრენინგი და ცვლილებების მართვა;
** მომწოდებელთან კომუნიკაცია და ახალი ფუნქციონალის დაკვეთებზე მუშაობა ან არსებული გამოწვევების განხილვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** CRM სისტემების დანერგვის გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** ავტომატიზაციის ინსტრუმენტების პრაქტიკული ცოდნა.
სასურველი ცოდნა და გამოცდილება:
** Bitrix24-ის ადმინისტრირებისა და კონფიგურირების გამოცდილება;
** No-code/low-code ავტომატიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა (Make, Zapier და ა.შ.);
** უძრავი ქონების ინდუსტრიის ბიზნეს პროცესების ცოდნა;
** BPMN ან სხვა process modeling მეთოდოლოგია;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ცვლილებების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ, შედეგებზე დაფუძნებულ ანაზღაურებას;
** სტრატეგიული გავლენის შესაძლებლობას — თქვენი გადაწყვეტილებები პირდაპირ ბიზნეს შედეგს ქმნის;
** დინამიკური, ამბიციური გუნდი;
** პროფესიული განვითარების ინვესტიცია — ტრენინგები, სერტიფიცირება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1heV6DJe
|
|
|
|