Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი - მარტყოფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: დევექსი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კომპანია "დევექსი" არის SDLG-ს სამშენებლო ტექნიკის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და უზრუნველყოფს ტექნიკის გაყიდვებსა და სრულფასოვან სერვისს.

შპს "დევექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მარტყოფი, თბილისის შემოვლითი გზის 37.5 კმ
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება და სისტემაში ასახვა;
** ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვასა და კონტროლში მონაწილეობა;
** სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საბუღალტრო ბაზების განახლება და ფინანსური მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
** საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში ბუღალტრის მხარდაჭერა;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი დამუშავების მიზნით;
** დოკუმენტაციის არქივირება და საბუღალტრო ჩანაწერების მოწესრიგებული მართვა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საბუღალტრო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

კომპეტენციები და გამოცდილება:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
** საბუღალტრო ან ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამა Fina-სა და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** წლიურ ბონუსს მიღწეული შედეგებისა და KPI-ების შესრულების შესაბამისად;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას სტაბილურ და მზარდ კომპანიაში;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას შეთანხმებული ტერიტორიიდან.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენ მიერ გამოცხადებულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: t.machitidze@devex.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ბუღალტრის ასისტენტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

"დევექსში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე