Робота для біженців з України
პროდუქციის ბაზის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის ბაზის სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
შემოუერთდი "PSP ფარმას" გუნდს პროდუქციის ბაზის სპეციალისტის პოზიციაზე.

"PSP Pharma" არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.
2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

"PSP Pharma" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის ბაზის სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

რატომ PSP ფარმა?

PSP-ში თითოეული სამუშაო დღე გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვენება;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ბრენდ მენეჯერისგან მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა შესაბამის ბაზაში;
** პროდუქციის და მომწოდებლების ბაზების მართვა და მუდმივი განახლება;
** პროდუქციის, ვენდორების და კლიენტების ბაზების სრულყოფა;

პროდუქციის ბაზის სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია:

** უმაღლესი განათლება;
** ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Power Point);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 17 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე