Робота для біженців з України
მითერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: ადეიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"ადეიშვილის კლინიკა" აცხადებს მითერის ვაკანსიას ქ. ქუთაისში.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
მისამართი: ქ. ქუთაისი, ზ. გამსახურდიას პირველი შესახვევი N15

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** თითოეულ შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო მომსახურების გაწევა, სწორად გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა და კომფორტული გარემოს შექმნა;
** მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა; მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** მომხმარებელთან ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

"ადეიშვილის კლინიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე