|
დასახელება:
ვორქშოფი - სწავლება IB სტანდარტებით
|
| მომწოდებელი:
ნიუტონის თავისუფალი სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივნისი
|
თუ ხარ დამწყები მასწავლებელი ან გსურს განათლების სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
გაეცანი მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის IB (International Baccalaureate) პრაქტიკულ მხარეს.
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" გთავაზობს 3-დღიან ვორქშოფს: "სწავლება IB სტანდარტებით"
ჩატარების თარიღები: 16-18 ივნისი
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში:
** გაიცნობ IB პროგრამის მისიასა და ფილოსოფიას;
** შეისწავლი სასწავლო ერთეულის დაგეგმვის (Unit Planning) ძირითად პრინციპებსა და პრაქტიკულ მიდგომებს.
** მოისმენ გამოცდილი პროფესიონალების პრაქტიკულ გამოცდილებას;
** ჩაერთვები ინტერაქციულ აქტივობებსა და სავარჯიშოებში;
** ისწავლი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეფექტიან ინტეგრირებას სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** განივითარებ თანამედროვე სწავლებისთვის საჭირო უნარებს.
ეს არის შესაძლებლობა, მიიღო ცოდნა და შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება და თავდაჯერებულად გადადგა ნაბიჯი საერთაშორისო სტანდარტებისკენ.
რეგისტრაციისთვის შეავსე სარეგისტრაციო ფორმა
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 ივნისი.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - გამოიყენე შანსი დღესვე!
|
|
|
|