|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ტრეიდ ფაქტორი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
შპს "ტრეიდ ფაქტორი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ტრეიდ ფაქტორი" არის სავაჭრო კომპანია განსხვავებული ბიზნეს მოდელით, რომელიც არ მოითხოვს საწყობისა და მარაგების მართვას. მომწოდებლისგან პროდუქციის მიწოდება ხდება პირდაპირ საბოლოო მყიდველზე.
კომპანიის ვებ-გვერდი: http://www.tradefactor.ge/
გაყიდვების მენეჯერის სამუშაო პირობები:
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 72 ა, ბიზნეს ცენტრი "ვაკე პლაზა"
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
** სამუშაო განაკვეთი: სრული (40-საათიანი სამუშაო კვირა)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი (1000-1500 ლარი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, სატელეფონო შეთავაზებების განხორციელება;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შესწავლა და ინდივიდუალური მიდგომების შემუშავება;
** დაწესებული გეგმის შესრულება;
** მომხმარებლთა მოთხოვნების შესწავლა და ანალიზი;
** განხორციელებული გაყიდვების შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** კომპიუტერული პროგრამების საოფისე დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მუდმივი პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
** ჯამრთელობის დაზღვევას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 20 ივნისის ჩათვლით, რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hello@tradefactor.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|