Робота для біженців з України
მიმღები/რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები/რეცეფციონისტი
მომწოდებელი: რიპარო
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"რიპარო" - ფეხსაცმლის, ჩანთებისა და ტყავის პროფესიონალური რესტავრაციის კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მიმღების (ფრონტ-დესკის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მერაბ კოსტავას ქუჩა 13, თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი: 4.5-საათიანი სამუშაო გრაფიკი ცვლებში;
** შაბათი ან კვირა: 11:00-18:00;
** კვირაში 1 დასვენების დღე.

ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების მიღება, შეკვეთების გაფორმება და სისტემაში რეგისტრაცია;
** შემოსული ზარებისა და შეტყობინებების მიღება, მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია;
** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა;
** სალაროსთან მუშაობა და ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** მომსახურების პროცესის კოორდინაცია და მომხმარებლის მაღალი ხარისხით მომსახურება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფეროს და მხარდამჭერ გუნდს;

თუ ხართ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: info@riparocare.com ან დაგვიკავშირდით +995 557 858 885.

რიპარო - ჩვენ ვუბრუნებთ ნივთებს საუკეთესო იერსახეს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე