Робота для біженців з України
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Sol de Janeiro
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ beauty ბრენდი "Sol de Janeiro" საქართველოში ოფიციალურად შემოდის!

"Sol de Janeiro" ამერიკული beauty ბრენდია, კონცეფცია და იდენტობა კი ბრაზილიური კულტურითაა შთაგონებული — სხეულის პოზიტიური აღქმით, მზისა და სანაპიროს ცხოვრების სტილითა და სურნელოვანი ცხოვრების ფილოსოფიით.

"ლოქსიტან ჯგუფის" წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს სოციალურ მედიის მენეჯერს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება და ყოველდღიური მართვა;
** კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და აღსრულება;
** აუდიტორიასთან კომუნიკაცია და ჩართულობის (Engagement) ზრდაზე ზრუნვა;
** ინფლუენსერებთან კამპანიების კოორდინაცია და ურთიერთობების მართვა;
** შედეგების ანალიზი და განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება Social Media Management-ის მიმართულებით;
** Beauty, Luxury Beauty, Cosmetics ან Lifestyle ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** Instagram, TikTok, Facebook და სხვა სოციალური პლატფორმების ალგორითმების სიღრმისეული ცოდნა;
** ინფლუენსერებთან (KOLs) და კონტენტ-კრეატორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას (2000 ლარი ნეტ);
** ჯანმრთელობის დაზღვევას და დამატებით ბენეფიტებს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

სამუშაო ადგილი: თბილისი, city tower საბურთალო
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე:
vacancy@loccitane.ge. Subject: Social Media Manager - Sol de Janeiro.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ვენორა მეიზონი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე