Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726592&print=yes&view=jobs
 
კონტენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტის მენეჯერი
მომწოდებელი: Sol de Janeiro
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ beauty ბრენდი "Sol de Janeiro" საქართველოში ოფიციალურად შემოდის!

"Sol de Janeiro" ამერიკული beauty ბრენდია, კონცეფცია და იდენტობა კი ბრაზილიური კულტურითაა შთაგონებული — სხეულის პოზიტიური აღქმით, მზისა და სანაპიროს ცხოვრების სტილითა და სურნელოვანი ცხოვრების ფილოსოფიით.

"ლოქსიტან ჯგუფის" წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს კონტენტის მენეჯერს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ციფრული არხებისთვის კონტენტ-სტრატეგიისა და კონტენტ-გეგმების შემუშავება;
** ბრენდის იდენტობასთან (DNA) შესაბამისი, კრეატიული კონტენტის შექმნა;
** მარკეტინგული კამპანიებისა და პროდუქტის გაშვების მხარდაჭერა;
** შიდა და გარე პარტნიორებთან კონტენტის წარმოების (Production) კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება Content Management-ის ან Content Marketing-ის მიმართულებით;
** Beauty, Luxury Beauty, Cosmetics ან Lifestyle ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი Copywriting-ისა და Storytelling-ის უნარები;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას (1000-1500 ლარი ნეტ);
** ჯანმრთელობის დაზღვევას და დამატებით ბენეფიტებს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

სამუშაო ადგილი: თბილისი, city tower საბურთალო
სამუშაო საათები 10:00-18:00

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: vacancy@loccitane.ge. Subject: Content Manager - Sol de Janeiro.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ვენორა მეიზონი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია