|
დასახელება:
ფიზიკური თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
მოძრაობისა და განვითარების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
თუ ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლობიანი ფიზიკური თერაპევტი, ჩვენ გეძებთ შენ!
ა (ა)იპ "მოძრაობისა და განვითარების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკურ თერაპევტის პოზიციაზე!
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის სფეროში;
** ბავშვებთან და მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული განვითარების სურვილი
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვის ფიზიკური მდგომარეობისა და განვითარების შეფასება;
** ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელება სუპერვიზორის მითითებების შესაბამისად;
** ჩატარებული სესიებისა და პაციენტის პროგრესის დოკუმენტირება;
** პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა და საგანმანათლებლო მასალების მომზადება;
** მშობლების კონსულტირება და რეკომენდაციების მიწოდება;
** მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა ბავშვის რეაბილიტაციის პროცესში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული პროფესიული მოვალეობების შესრულება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: batumi@nnleacademy.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 (551) 749-704
ა (ა)იპ "მოძრაობისა და განვითარების აკადემია"
მისამართი: ბათუმი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ. 106
|
|
|
|