Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერის სტაჟიორი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის სტაჟიორის თანამდებობაზე.

ზრდის პროგრამით — სტაჟიორიდან პროექტის მენეჯერამდე 1 წელიწადში
ლოკაციაL თბილისი (ოფისი + მოქმედი ობიექტი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სტაჟირება განვითარების პროგრამით
მენტორი: კომპანიის დამფუძნებელი — უშუალო მენტორობა ობიექტზე

კომპანიის შესახებ

დეკოლაინი 2016 წლიდან მოღვაწე B2B სამშენებლო და სარემონტო კომპანიაა. ვმუშაობთ რეალურ, მასშტაბურ ობიექტებზე.

ფუნქცია-მოვალეობები (სტაჟირების ეტაპზე):

** მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი ობიექტზე მენტორთან ერთად
** პროექტის დოკუმენტაციის წარმოება (გრაფიკი, აქტები, მასალის მოთხოვნები)
** კომუნიკაცია ბრიგადებთან და მომწოდებლებთან მხარდაჭერის რეჟიმში
** შეხვედრების ოქმები და ანგარიშგება
** ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის თვალყურის დევნებაში დახმარება

მოთხოვნები:

** განათლება (დასრულებული ან მიმდინარე): სამოქალაქო მშენებლობა, არქიტექტურა, სამშენებლო მენეჯმენტი ან მონათესავე მიმართულება
** ქართული — თავისუფლად; ინგლისური — უპირატესობა
** MS Office / Excel — მაღალ დონეზე
** პასუხისმგებლობა, სწავლის სურვილი და ობიექტზე მუშაობის მზადყოფნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა — უპირატესობა

რას გთავაზობთ:

** რეალურ ობიექტზე გამოცდილება და სტრუქტურირებული მენტორობა
** მკაფიო კარიერული ზრდა 1 წელიწადში პროექტის მენეჯერამდე
** ოფიციალური დასაქმება

კონკურსში მონაწილეობა

გამოაგზავნეთ CV მისამართზე cv@decoline.ge — წერილის სათაურში მიუთითეთ "PM სტაჟიორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე