|
დასახელება:
გაგრილების სისტემის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
GC-Service
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"GC-Service" 2019 წლიდან, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის სამშენებლო და ინფრასტრუქტურის მოვლის მომსახურებას უზრუნველყოფს.
ჩვენ სპეციალიზებული ვართ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მონტაჟში, რათა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის საიმედო და ეფექტური ქსელის ფუნქციონირება უზრუნველვყოთ. ჩვენი კვალიფიციური გუნდი ინდუსტრიის სტანდარტებისა დაცვით, უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტების მაღალი ხარისხით მონტაჟს.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
** სადგურებზე გაგრილების სისტემების კონტროლი, გათიშვის შემთხვევაში მოგვარების გზების ძებნა და შემდგომ აღმოფხვრა;
** სადგურზე კონდენციონერის მოვლა, მონტაჟი, შეკეთება;
** ფრეონის დამატება;
** კოდენციონერისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინებით გამგზავრება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება
** გაგრილების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ა/მანქანის მართვის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: M.Jmukhadze@gc-service.ge ან დარეკოთ 555692592. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|