Робота для біженців з України
იურისტი - სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი - სტაჟიორი
მომწოდებელი: დეკა დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "დეკა დეველოპმენტი" დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად. დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მაშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი. კომპანია ეძებს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორს პოზიციაზე.

"დეკა დეველოპმენტი" წარმოადგენს ჯი თი სი ჯგუფში შემავალ კომპანიას რომლის მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, "ჯი თი სი" ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
ანაზღაურებადი სტაჟირება.
პოზიცია: იურისტი - სტაჟიორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა და გუნდის მხარდაჭერა;
** იურიდიული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, მინდობილობები, განცხადებები) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** სახელმწიფო უწყებებთან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსი, მუნიციპალური ორგანოები) დოკუმენტბრუნვის წარმოება და კომუნიკაცია;
** იურიდიული დეპარტამენტის დოკუმენტაციის ორგანიზება და არქივის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (ბაკალავრი) ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამოქალაქო, სამეწარმეო და ადმინისტრაციული სამართლის საბაზისო პრინციპების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, Word და Excel) ფლობა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი);
** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე