Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726572&print=yes&view=jobs
 
შესაბამისობის რისკის მართვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესაბამისობის რისკის მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
ვაკანტური პოზიციის დასახელება: შესაბამისობის რისკის მართვის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი

15 წელზე მეტია, "თიბისი ფეი" ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები:

** შესაბამისობის რისკის მართვის განყოფილების ოფიცერი რეგულარულად თვალს ადევნებს საკანონმდებლო ცვლილებებს და თიბისი ფეის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს აწვდის ინფორმაციას მარეგულირებელ სფეროში მომხდარი სიახლეებისა და მოვლენების შესახებ;
** აანალიზებს ახალ წესებსა და მარეგულირებელ ნორმებს ორგანიზაციაზე მათი ზემოქმედების შესაფასებლად;
** ამზადებს ყოველკვარტალურ ანგარიშგებას კანონში არსებული ცვლილებების შესახებ;
** კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით ამოწმებს ახალ პროდუქტებს, პროცესებს და პროცედურებს, მათ შორის არსებული პროდუქტების, პროცესებისა და
პროცედურების ცვლილებებს და უზრუნველყოფს ახალი პროცედურების შემუშავებას;
** ამზადებს ყოველკვარტალურ ანგარიშს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებზე (GAP REPORT);
** მონაწილეობას იღებს AML და შესაბამისობის მართვის განყოფილების პოლიტიკების, პროცედურებისა და ინსტრუქციების მომზადებაში.
** თვალს ადევნებს და აკონტროლებს კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხების თიბისი ფეიში დროულად დანერგვას (FOLLOW-UP);
** უზრუნველყოფს თიბისი ფეის მხარდაჭერას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში.
** დახმარებას უწევს თიბისი ფეის შესაბამის განყოფილებებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით (ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაცია, კლიენტების იდენტიფიკაციის არასტანდარტული შემთხვევები განხილვა, ა.შ.);
** დახმარებას უწევს თიბისი ფეის შესაბამის განყოფილებებს რეგულაციებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტისას;
** მონაწილეობას იღებს ინტერესთა კონფლიქტის მართვაში;
** მონაწილეობა მარეგულირებელ ორგანოებთან როგორც საკანონმდებლო პროექტების განხილვის ეტაპზე, ასევე ზედამხედველთან კომუნიკაცია და სხვ;
** თანამშრომელთა შიდა ტრენინგების წარმართვა;
** უზრუნველყოფს პარტნიორების შესწავლას, KYP - "იცნობდე შენს პარტნიორს " სტანდარტის მხარდაჭერა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

განათლება:

** უმაღლესი განათლება;
** ადგილობრივი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ნორმატივების ცოდნა;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

გამოცდილება:

** საფინანსო სისტემაში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია შესაბამისობის რისკის მართვის მიმართულებით 2 წლიან გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდურად მუშაობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი, თბილისი

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესაბამისობის რისკის მართვის ოფიცერი

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში
"Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge.

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია