|
დასახელება:
სტაჟიორი HR-ის მიმართულებით
|
| მომწოდებელი:
UGT
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
კომპანია "UGT" აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას HR მიმართულებაში.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ საფუძვლიანად შეისწავლონ HR პროცესები.
კომპანიის შესახებ:
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვაკანსიების გამოქვეყნება, რეზიუმეების (CV) გადარჩევა, კანდიდატებთან გასაუბრებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის (Onboarding) პროცესში მონაწილეობა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მოწესრიგება, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
** შიდა ღონისძიებების, ტრენინგებისა და გუნდური (Team Building) აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
** Sap Successfactors-ის HR მოდულების დანერგვაში მონაწილეობა;
** HR-ის მიმართულებით საჭირო რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა.
კომპეტენციები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრული, პროფესიონალური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში — დასაქმების პერსპექტივა;
** Fitpass;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ თვლით, რომ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა, გააკეთეთ განაცხადი 3 ივლისის ჩათვლით, ჩვენი კარიერ საიტის მეშვეობით. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ ბმულზე და დარეგისტრირდეთ: https://career.ugt.ge/job-invite/1220/
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|