|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მეგამშენი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
შპს "მეგამშენი" არის ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც ჩართულია სახელმწიფო და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტებში. ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ საქართველოში საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების პროექტს.
ვაკანსია: პროექტის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი / აღმოსავლეთ საქართველო, ობიექტებზე გასვლებით
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
"მეგამშენი" აცხადებს პროექტის მენეჯერის ვაკანსიას აღმოსავლეთ საქართველოში საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების პროექტისთვის.
პროექტი მოიცავს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს, მათზე არსებულ ხელოვნურ ნაგებობებსა და გარე განათების ქსელს.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია;
** ტექნიკური გუნდის მუშაობის ორგანიზება;
** სამუშაოების მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** ობიექტებზე გასვლებისა და ზედამხედველობის პროცესის კოორდინაცია;
** დამკვეთთან, კონტრაქტორებთან და პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** ანგარიშების, აქტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების/კონტროლის უზრუნველყოფა;
** პროექტთან დაკავშირებული პრობლემებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საგზაო ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
** საგზაო ან ინფრასტრუქტურულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტის მართვის ან ტექნიკური გუნდის კოორდინაციის გამოცდილება;
** გზების მიმდინარე შეკეთების, რეაბილიტაციის ან ზედამხედველობის პროცესების ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
** MS Office-ის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
უპირატესობად ჩაითვლება:
** საზედამხედველო მომსახურების პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
** სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა;
** ხელოვნურ ნაგებობებთან ან გარე განათების ქსელთან დაკავშირებული გამოცდილება.
განაცხადის გამოგზავნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: Megamsheni.hr@gmail.com. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: პროექტის მენეჯერი.
განაცხადის ბოლო ვადა: 30.06.2026
|
|
|
|