|
დასახელება:
DevOps ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
შინაგან საქმეთა სამინისტრო
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
პოზიციის დასახელება: DevOps ინჟინერი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
დანაყოფი: საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო
სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
** Docker Swarm ან Kubernetes-თან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** კოდის ვერსიის კონტროლთან მუშაობა - GIT
** Linux-თან მუშაობის გამოცდილება
** ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
უპირატესობად ჩაითვლება:
** Gitlab CI/CD-თან მუშაობის გამოცდილება
** ElasticStack ან Prometheus-ის ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და სწრაფად გადაჭრის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** Docker Swarm-ის კლასტერის აწყობა / ადმინისტრირება / მონიტორინგი
** CI/CD pipeline-ების დაგეგმვა, აწყობა და მხარდაჭერა
** დეველოპმენტის და Deployment პროცესების ავტომატიზაცია
** სისტემური და ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენა და გასწორება
** ინფრასტრუქტურის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** ახალი ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების კვლევა და დანერგვა
** დეველოპმენტის პროცესში დაკისრებული ამოცანების შესრულება
რას გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** რეზიუმე/CV
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
რეზიუმეს /CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ელ.მისამართზე: HR.vacancy@mia.gov.ge. სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი.
კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება CV-ში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.
|
|
|
|