|
დასახელება:
მოლარე
|
| მომწოდებელი:
ულტრა
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს მოლარეს!
"ულტრა" 19 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.
თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება!
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის);
** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
** დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ძირითადი უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@ultra.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კონსულტანტი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.
|
|
|
|