Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726521&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"PSP Pharma" არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.
2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

"PSP Pharma" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

რატომ PSP ფარმა?

PSP-ში თითოეული სამუშაო დღე გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

ჩვენ გთავაზობთ:

** 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვება;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით (Facebook, Google, Youtube, Instagram და ა.შ.)
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი/ანალიზი
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება
** SEO/SEM-ზე მუშაობა

ციფრული მარკეტინგის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და Meta Ads Manager, Google Analytics, Google Ads, Remarketing, Google Tag Manager ცოდნა

უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დედლაინებისა და დროის მართვის უნარი;
** სისწრაფე და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** მონაცემთა ანალიზის და ინტერპრეტაციის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 17 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია