Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726516&print=yes&view=jobs
 
ლოჯისტიკის ოპერაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის ოპერაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ჩვენ ვეძებთ ლოჯისტიკის ოპერაციული მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.

სამუშაო განაკვეთი: 11:00-19:00 სთ (კვირაში 5 დღე)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამგორის რ ნი
ანაზღაურება: 1800 ლ

ძირითადი მოვალეობები:

** ტრანსპორტის მართვის სისტემის მეშვეობით სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა, წარმართვა და მასთან დაკავშირებული მიმდინარე პროცესების კონტროლი
** ტრანსპორტირების ციკლის განხორციელება და მასთან დაკავშირებული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი
** დისტრიბუციის, სამარშრუტო განრიგის მიმდინარე პროცესების მართვის უზრუნველყოფა
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail)
** ლოჯისტიკური ოპტიმიზაციისთვის AI ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა
** ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება

რას ვთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები
** სხვა ბენეფიტები

განაცხადის წარდგენა:

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის ოპერაციული მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "ვესტ ინვესტი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია