|
დასახელება:
მექანიკოსი
|
| მომწოდებელი:
სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"სოკარი" - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე (მშენებლობის დეპარტამენტში)
მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. განათლება: პროფესიული (სამონტაჟო მექანიკური და საშემდუღებლო მიმართულებებით).
2. სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
3. პროფესიული უნარები:
** მექანიკური მოწყობილობების, სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულების უნარი
** შედუღების სამუშაოების სხვადასხვა მეთოდით შესრულების უნარი;
** შედუღების ან სხვა სამუშაო აპარატის გამართვის, დენის ძალის, ძაბვის/გაზის მიწოდების სწორი რეგულირების უნარი;
** საინჟინრო/სამუშაო ნახაზების, იზომეტრიული სქემების, სპეციფიკაციების, და სამონტაჟო სქემების წაკითხვისა და გააზრების უნარი;
** ლითონის კონსტრუქციებისა და ტექნოლოგიური მილსადენების მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა გარემოსთვის (ნავთობი, მაზუთი, წყალი, ორთქლი);
** ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის უნარი;
** სასურველია შემდუღებლის სერთიფიკატის ფლობა.
4. გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და მულტიკულტურულ გარემოში მუშაობის უნარი.
5. სასურველია რუსული ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** საინჟინრო/სამუშაო ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამონტაჟო სქემების წაკითხვა, გააზრება და მათ საფუძველზე სამუშაოების შესრულება;
** სხვადასხვა სირთულის ლითონის კონსტრუქციების (საყრდენების, გადახურვის კონსტრუქციები, სახურავის კარკასები აწყობა, დამონტაჟება;
** სამაგრი ელემენტებისა და მაღალმტკიცე ჭანჭიკოვანი შეერთებების მონტაჟი;
** სხვადასხვა ზომის სამრეწველო მილსადენების აწყობა და დამონტაჟება; საკეტი და სამართავი მოწყობილობების, მოქნილი შეერთებების, სამჭიდრო შეერთებებისა და საყრდენების მონტაჟი ნავთობის, მაზუთის, წყლის, ორთქლისა და სხვა სითხეების სისტემებისთვის;
** მილების სწორად შეერთება და გასწორება შედუღების წინ;
** მექანიკური მოწყობილობებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამონტაჟება, თბოსაიზოლაციო საფარის მოწყობა და შეკეთება პროექტის მოთხოვნების შესაბამისად;
** დაგეგმილი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება დადგენილი გრაფიკის მიხედვით; დაზიანებული ან არასწორად დამონტაჟებული ნაწილების გამოვლენა და გამართვა;
** დეტალების მონიშვნა, შესადუღებელი კიდეების დამუშავება, ნაწილების აწყობა და დროებითი ნაკერებით დაფიქსირება;
** შედუღების სამუშაოების შესრულება სხვადასხვა მეთოდით; ლითონის კონსტრუქციების შედუღება, გამაგრება და სიმტკიცის უზრუნველყოფა დადგენილ სტანდარტებთან სრული შესაბამისობით;
** სამუშაო ინსტრუმენტებისა და საშემდუღებლო მოწყობილობების უსაფრთხო, სწორი გამოყენება და მათი ყოველდღიური გამართულობის კონტროლი;
** სამუშაოს ყველა ეტაპზე უსაფრთხოების წესებისა და მოქმედი რეგულაციების მკაცრი დაცვა; სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და პროექტის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად;
** სამუშაო გარემოს მუდმივი მონიტორინგი და პოტენციური საფრთხეების დროული გამოვლენა.
ანაზღაურება და დამატებითი პირობები:
** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.
** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 02.07.2026
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|