Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით. ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ გუნდში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ პროგრესზე.

თუ, გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი და განავითარო შენი ლიდერული უნარები- შემოგვიერთდი!

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank, Armani, Zadig&voltaire და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/ymcp6kj9

ფუნქცია- მოვალეობები:

** შესყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** მომწოდებელებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებები;
** საუკეთესო პირობების მოპოვება ადგილობრივ მომწოდებლებთან, რეგულარული მოლაპარაკებების წარმოება ფასების გადახდის ვადებისა და ფასდაკლებების მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების მისაღებად;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** შეკვეთების ოპერატიული მართვა;
** კრიზისული სიტუაციების მართვა (მაგ: დეფიციტის დროს) სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების (ინვოისები, მიღება -ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები) კონტროლი და ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინაცია;
** შიდა ლოჯისტიკის კოორდინაცია:ტრანსპორტირებისა და საწყობის გუნდთან ერთად ტვირთის დროული მიღებისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამის (MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ -ჩვევები:

** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fit Pass ბარათი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შესყიდვების მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე