Робота для біженців з України
მაღაზიის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მინთი მარკეტი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
შპს "მინთი მარკეტი" - თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე.

გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ მაღაზიის ადმინისტრატორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და დაეხმარება სუპერმარკეტების ქსელს მაღალი სერვისის დონისა და ეფექტური მუშაობის შენარჩუნებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კატეგორიის მენეჯერების მხარდაჭერა ასორტიმენტის სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** პროდუქციის მიღება და პროგრამული შესყიდვა;
** ვადაგასული პროდუქციის კონტროლი და დაბრუნება;
** ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების მონიტორინგი;
** იდეების წარდგენა მომხმარებლის გამოცდილებისა და პროდუქტის ასორტიმენტის გასაუმჯობესებლად;
** ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების შესრულება.

სარგებელი:

** კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი;
** ტრენინგი და მენტორობა გამოცდილი მენეჯერებისგან;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობები Minty Market-ში;
** დინამიკური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო;
** საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა თანადაფინანსებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00-მდე.
ანაზღაურება: 1400.00 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპენსიო დანაზოგის ჩათვლით).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: mintymarket533@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ: +995 598 77 09 67.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე