|
დასახელება:
სტუდენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
** სტუდენტებისთვის მომსახურების მიწოდებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა ერთ წერტილში, გამჭვირვალედ და ეფექტიანად;
** სტუდენტების ადმინისტრაციული და სხვა სახის შეკითხვების/მოთხოვნების მიღება და მართვა;
** სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება როგორც ადმინისტრაციულ, ისე სტუდენტური ცხოვრებისა და მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** სტუდენტების მზა დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** უნივერსიტეტის ელექტრონულ ეკო სისტემაში (ელ.ფოსტა, სტუდენტური პორტალი) სტუდენტთან დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების მოგვარებაში მხარდაჭერა;
** სტუდენტთა ქცევითი პრობლემების (მაგ. შფოთი, სტრესი და ა.შ.) აღმოჩენა/შემჩნევა და მათი გადამისამართება შესაბამის პირთან;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint)
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** ემპათიურობა და მეგობრულობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 3 ივლისი
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|