Робота для біженців з України
მძღოლი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 08:00 სთ-17:00 სთ, შესვენება 1 საათი (12სთ-დან 13სთ-მდე)
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი

კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის უსაფრთხო ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციაზე
** სატრანსორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** ინსტრუქციების და პროცედურების დაცვის უნარი
** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** საგზაო მოძრაობის, უსაფრთხოების ტექნიკის და სახანძრო უშიშროების წესების ცოდნა;
** სატვირთო ა/მ აგრეგატების დანიშნულებისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** მანქანით მოძრაობის დროს ავტომანქანაზე წარმოშობილი გაუმართაობის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოების ჩატარება;
** თოვლიან და მოყინულ გზაზე მოძრაობის თავისებურებების ცოდნა;
** წვიმიან და ნისლიან ამინდში მოძრაობის თავისებურებების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: hr@giec.ge კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giec.ge

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე