|
დასახელება:
მთავარი მზარეული
|
| მომწოდებელი:
ლაბორატორია 047
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
ლაბორატორია 047 ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და კრეატიულ მთავარ მზარეულს.
მთავარი მზარეული სრულად ჩაიბარებს სამზარეულოს პროცესებს და პასუხისმგებელი იქნება ცივი და ცხელი კერძების მიმართულებაზე, ახალი რეცეპტების შემუშავებასა და გემოვნური თვისებების მუდმივ კონტროლზე.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 07:30 - 19:00
ანაზღაურება: 100 ლარი დღიურად
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის ქ. N 2
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და დამხმარის ეფექტური მართვა;
** მენიუს შემუშავება, ახალი რეცეპტების შექმნა და კერძების გემოვნური თვისებების სრულყოფა;
** ცხელი და ცივი კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხის, ვარგისიანობისა და სასაწყობე ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** სურსათის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების (HACCP-ის პრინციპების) მკაცრი დაცვა;
** სამზარეულო ინვენტარის მოფრთხილება, სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მზარეულის/მთავარი მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** კულინარიული ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა;
** მენიუებზე და რეცეპტებზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე - 598300588.
|
|
|
|