|
დასახელება:
სროლის ინსტრუქტორი
|
| მომწოდებელი:
Battleground Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
ტაქტიკურ ცენტრში "Battleground Batumi" ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და გამოცდილ სროლის ინსტრუქტორს, რომელიც უზრუნველყოფს ტირის მომხმარებლების უსაფრთხოებას, ჩაატარებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას და გააკონტროლებს სროლის პროცესს მოქმედი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** სროლის უსაფრთხოების წესების გაცნობა და მათი დაცვის კონტროლი;
** დამწყები და გამოცდილი მსროლელების თეორიული და პრაქტიკული მომზადება;
** სროლის პროცესის ზედამხედველობა;
** ცეცხლსასროლი იარაღისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** ტირის შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისთვის პროფესიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში ანგარიშებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია);
** სროლის ინსტრუქტორად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ცეცხლსასროლი იარაღის უსაფრთხო გამოყენების წესების საფუძვლიანი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაციისა და სწავლების უნარი;
** სამხედრო, პოლიციის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი სერტიფიკატები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
მდებარეობა: ბათუმი, გიორგი ანწუხელიძის ქუჩა N 122
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: mari@globdg.org.
|
|
|
|