Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726373&print=yes&view=jobs
 
მარციპანზე მომუშავე მხატვარი/მძერწავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარციპანზე მომუშავე მხატვარი/მძერწავი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა. თუ გაქვთ სურვილი გახდეთ მუდმივად მზარდი კომპანიის კრეატიული გუნდის წევრი, დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ფიგურების მძერწავის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს ქ. N12,
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

** მთავარი დიზაინერის მითითებით საკონდიტრო პროდუქციის გაფორმება;
** თემატური კომპოზიციების ძერწვა, ესკიზისა და ფოტოს მიხედვით ფიგურების დამზადება;
** მაღალი ხარისხისა და დეტალიზაციის უზრუნველყოფა;
** შექმნილი დიზაინის შესაბამისობის უზრუნველყოფა მიღებულ შეკვეთასთან, ხოლო ვიზუალურ მხარესთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებების არარსებობის შემთხვევაში დიზაინის შექმნა, მთავარ დიზაინერთან შეთანხმებით, შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით (თემატიკა, ადრესატის ასაკი, სქესი და სხვა);
** საკონდიტრო ნაწარმის დიზაინერული გაფორმების პროცესში სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და HACCP-ის სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამხატვრო მიმართულებით ან/და საკონდიტრო წარმოებაში მხატვარ-დეკორატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კვების ჰიგიენური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული აზროვნების უნარი;
** შემოქმედებითობა და ინიციატივის ქონის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფიგურების მძერწავი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია