Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=726367&print=yes&view=jobs
 
ოპერაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი, ასრულებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით აქვს შესრულებული მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტების რაოდენობისა და სამუშაო მოცულობის ზრდიდან გამომდინარე, ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ოპერაციულ ასისტენტს, რომელიც დაეხმარება მენეჯმენტს ყოველდღიური პროცესების ეფექტურად მართვასა და კოორდინაციაში.

ვაკანსია: ოპერაციული ასისტენტი
მდებარეობა: თბილისი
სფერო: ადმინისტრაცია
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების მართვა.
** სხვადასხვა მიმდინარე დავალების კოორდინაცია და კონტროლი.
** Excel / Google Sheets ფაილების მომზადება, მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება.
** დოკუმენტების, ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებაში დახმარება.
** შეხვედრების, ჩანიშნვებისა და მიმდინარე სამუშაო პროცესების ორგანიზება.
** ხელმძღვანელის სამუშაო და საორგანიზაციო დავალებების ოპერატიულად შესრულება.
** მარკეტინგულ და სოციალური მედიის მიმდინარე პროცესებში მხარდაჭერა.
** კომპანიის ფოტო და ვიდეო მასალის დალაგება, კატეგორიზაცია და ორგანიზება.
** სარეკლამო და ბრენდინგთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი და კონტროლი.
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან პროფესიული კომუნიკაციის წარმოება.
** საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და სისტემატიზაცია.
** კომპანიის სხვადასხვა განყოფილებასთან ეფექტური კოორდინაცია.

პიროვნული უნარები:

** მაღალი მოტივაცია, ენერგიულობა და საქმისადმი ენთუზიაზმი;
** დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
** დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება;
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი.

ენები:

** ქართული - მშობლიური
** ინგლისური - პროფესიული / სამუშაო დონე

რას გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდასა და მრავალმხრივი უნარების (ადმინისტრაციული, მარკეტინგული) განვითარებას გამოცდილ გუნდთან ერთად;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მასშტაბურ კომპანიაში;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ოპერაციული ასისტენტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია