Робота для біженців з України
კონსულტანტი - ბათუმი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Manamo Home
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია "Manamo Home", რომელიც წარმოადგენს "VESTEL"-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის პარტნიორ ბრენდს, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმსა და ქ. რუსთავში.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამშრომლის სპეციალურ ფასდაკლებას როგორც VESTEL-ის, ისე MANAMO HOME-ის პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი:

ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის N21
ქ. რუსთავი<, ჟ. შარტავას N2გ

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ჯამში 40 საათი). მაღაზია მუშაობს 10:00-დან 20:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია - მათთვის საჭირო ტექნიკის შერჩევა, პროდუქციის გაცნობა და ეფექტური, მეგობრული კომუნიკაციის დამყარება;
** საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი პროცესი - შეძენილი პროდუქციის ადგილზე შემოწმება, საგარანტიო პირობების გაცნობა და უსაფრთხოდ შეფუთვა;
** პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა - კომპანიაში არსებული და ახალი ტექნიკის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** ვიზუალური მოწესრიგება - პროდუქციის სტენდებზე მიმზიდველად განლაგება და მაღაზიაში წესრიგის შენარჩუნება;
** აქციებისა და სიახლეების გაზიარება - მომხმარებლის დროული ინფორმირება მიმდინარე ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** გუნდურობა - მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობაში (მათ შორის, ინვენტარიზაციაში) ჩართულობა და მენეჯერის მხარდაჭერა.

რა თვისებები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში:

** პოზიტიური განწყობა, ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

როგორ დაგვიკავშირდეთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@mateks.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ქალაქი: "კონსულტანტი ბათუმში" ან "კონსულტანტი რუსთავში".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "მატექს ჯორჯიამ" (VESTEL) და "Manamo Home"-მა დაამუშაონ თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით და შეინახონ ისინი კანონმდებლობით დადგენილი ვადით. თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს ჰოლდინგში შემავალ სხვა მსგავს პოზიციებზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე