|
დასახელება:
მთავარი ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ibis Tbilisi Airport
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
სასტუმრო "იბის თბილისი ეარფორთ" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს ტექნიკური სისტემების გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.
მდებარეობა: თბილისი, აეროპორტი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ტექნიკური ინფრასტრუქტურის სრული მართვა და კონტროლი;
** საინჟინრო და ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა/კოორდინაცია;
** ელექტრო, წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების და სხვა სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური პერსონალის მართვა და სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** დაზიანებების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკური ხარჯების კონტროლი და საჭირო მასალების/აღჭურვილობის მართვა;
** პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** წვრილმანი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური ნაწილის დაგეგმვა და კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, გრაფიკების შედგენა და დავალებების დელეგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ჰოსფითალითის სფეროში
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Outlook)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
ბენეფიტები:
** დაზღვევა
** კვება
** ტრანსპორტირება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე Tsira.gorgadze@accor.com ან Madona.MEGRELISHVILI@accor.com
|
|
|
|