|
დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კაფე-რესტორანი სტრადა
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა:
** რესტორნის მატერიალური და არამატერიალური აქტივის დაცვის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
** ხარჯების ოპტიმიზაცია;
** გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება და ნაშთების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზეც.
** უმაღლესი განათლება;
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდურობა.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზრზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "რესტორნის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აგავა"-ს მიერ, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ხორციელდება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება 1 წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@stradacafe.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|