Робота для біженців з України
კვების ხარისხისა და ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვების ხარისხისა და ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Fiesta Catering
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"Fiesta Catering" ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კვების პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვას.

ძირითადი მოვალეობები:

** ლანჩების, ფურშეტებისა და ღონისძიებების კვებითი ნაწილის ხარისხის კონტროლი;
** კერძების გემოს, ვიზუალისა და პორციების სტანდარტების მონიტორინგი;
** სამზარეულოსა და მომსახურე პერსონალის მუშაობის კოორდინაცია;
** ღონისძიებებისათვის მომზადების პროცესის კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის შეფასება და გაუმჯობესება;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კვების ობიექტში, ქეითერინგში, რესტორანში ან სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ხარისხის სტანდარტების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში მონაწილეობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: fiestacatering777@gmail.com. გთხოვთ, CV გამოგზავნისას ელფოსტის Subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - კვების ხარისხისა და ოპერაციების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე